1
კალიგრამების კონკურსი

ფრანკოფონია 2019-ის კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოება

საზეიმო ცერემონია ჩატარდა 20 მარტს ილია ჭავჭვაძის სახ. 23-ე საჯარო სკოლაში ქ-ნი ირინა აბულაძის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მონაწილეობით.
ფრანკოფონია 2019-ის კონკურსების გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს ბ-ნმა პასკალ მენიემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა ბერტ სხუფსმა, ბელგიის ელჩმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბ-ნმა გეორგე ლეუკამ, მოლდოვის ელჩმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბ-ნმა ალვარო ბორგიმ, საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილემ და ქ-ნმა ლუსინ ბარდონმა, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ფრანგების საკონსულო წარმომადგენელმა.
გამარჯვებულთა სია ხელმისაწვდომია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე https://institutfrancais.ge/…/…/frankofonia-2019-konkursebi/