1
‘’გიყვარს თუ არა კითხვა?’’

სენტ-ეგზიუპერის სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელი წიგნიერების წლად იყო გამოცხადებული. VIII კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ სასკოლო გამოკითხვა ‘’გიყვარს თუ არა კითხვა’’, კვლევა აქციას უფრო ჰგავდა, რომელიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. რას კითხულობენ, რა ლიტერატურა აინტერესებთ მათ (თანამედროვე, კლასიკური და ა.შ.), დადიან თუ არა მოზარდები ბიბლიოთეკაში, თუ დადიან მათი სურვილით თუ პედაგოგის დავალებით, რას ნიშნავს წიგნიერება,- ასეთი შინაარსის კითხვები რესპონდენტების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მომზადდა, პროექტში მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

აქცია-კვლევა სკოლას გასცდა და ბავშვებმა ქუჩის გამოკითხვაც ჩაატარეს. დაახლოებით 200 ადამიანი გამოიკითხა. შედეგი ძალიან სასიამოვნო აღმოჩდა, სენტ-ეგზიუპერის სკოლის ბავშვები საკმაოდ წიგნიერები არიან, ისინი სწორად ხვდებიან რას ნიშნავს კითხვა, ბევრი მათგანი კითხვის კლუბში არის გაწევრიანებული.

ქუჩის გამოკითხვაში უფრო ახალგაზრდები აქტიურობდნენ, მათ როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ლიტერატურა აინტერესებთ. ბავშვები აპირებენ მომავალ წელსაც ჩაატარონ გაფართოებული კვლევა, რომელიც მოიცავს წიგნის რეალიზაციის ობიექტებს, ბიბლიოთეკებს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პროექტში, მით უფრო სანდო იქნება კვლევის შედეგი და წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც შეეწყობა ხელი.