1
LabelFrancEducation 10 წლისაა

სენტ-ეგზიუპერის სკოლას, 2018 წლიდან მინიჭებული აქვს ფრანგული ენის სწავლების მაღალი ხარისხის ნიშანი. სენტ-ეგზიუპერის სკოლა ერთადერთია ქართულ სკოლებს შორის, რომელიც აღიარებულ იქნა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ფრანგულის, როგორც უცხო ენის სწავლების მაღალი ხარისხისთვის. 2019 წელს, ეს პრესტიჟული დიპლომი განათლების სფეროში საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა პასკალ მენიემ სკოლას პირადად გადასცა.