1
ვწერ თავისუფალ თემას

2021 წლის 6 ნოემბერს, SEU-მ კონკურსის - „ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. XI კლასის მოსწავლე, ანა ჯღარკავა დასახელდა კონკურსის "ვწერ თავისუფალ თემას" გამორჩეულ მოსწავლედ. ანამ და მისმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ლია ბიბილურმა სიგელი და ფულადი ჯილდო მიიღეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისგან და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისგან