1
რუსა ქაჯაია

23 ოქტომბერს 15:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში ჩატარდა იტალიური ენის XX მსოფლიო კვირეულის განმავლობაში განხორციელებული სასკოლო აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება. იტალიისა და შვეიცარიის ელჩებმა და განათლების მინისტრის მოადგილემ დააჯილდოვეს თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებულ სამ კონკურსში: Ascolta ed illustra (ჯანი როდარის ორი ზღაპრის მოსმენა და ილუსტრაციების შექმნა); 2. GraffITALIA (იტალიის გამოსახვა და ჩვენება გრაფიტის მეშვეობით); Fantasiamo (იტალიისა და იტალიური ენის თემაზე კომიქსების შექმნა) გამარჯვებული მოსწავლეები. მოსწავლეთა ნამუშევრები თავმოყრილი იქნება კვირეულისადმი მიძღვნილ ელექტრონულ კრებულში.