1
თამარ ჭყონია წარდგენილია მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაზე

რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებელ თამარ ჭყონიას მინიჭებული აქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. იგი 2018-2019 სასწავლო წელს აქტიურად ახორცილებდა სხვადასხვა საქმიანობას, რაც დასტურდება მის მიერ პროფესიულ საქაღალდეში განთავსებული დოკუმენტაციით.

მათემატიკის მასწავლებელმა თამარ ჭყონიამ განახორციელა აქტივობა: „ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა’’. კვლევის თემა იყო: „შემაჯამებელ სამუშაოების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემებიდა შეფასების შედეგების გაუმჯობესება“.

https://drive.google.com/drive/folders/1ez2z-VhuTdawl9M59fq-mSw4EWCihBaP?usp=sharing

 

მასწავლებელმა კვლევის ანგარიში წარუდგინა კოლეგებს და მიიღო მათგან დადებითი უკუკავშირი და რეკომენდაციები.შეფასების ჯგუფმა დეტალურად განიხილა კვლევის ანგარიში. კვლევა შეფასდა დადებითად და მასწავლებელს მიენიჭა 3 კრედიტქულა.

მასწავლებელს განხორციელებული აქვს ყველა ძირითადი და დამატებითი აქტივობები მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად და ის წარდგენილია მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაზე.