1
მედიათეკაში

22 მაისს, 1ა კლასის მოსწავლეები კლასის აღმზრდელთან, ლალი მამალაძესთან ერთად იყვნენ გუდიაშვიშვილის N7-ში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც მიიღეს მონაწილეობა პროგრამაში "მედიათეკის აღმოჩენა". მედიათეკის თანამშრომლებმა  გააცნეს პატარებს ბიბლიოთეკაში წიგნების დახარისხებისა და დაცვის შესახებ. აჩვენეს ანიმაცია და საბავშვო გამოცემები. პროგრამა ასევე გულისხმობს მონაწილეებისთვის უფასოდ ჩაწერის ერთწლიან ბარათს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. პროგრამის ხანგრძლივობა არის 2 საათი. პროგრამის ბოლოს ბავშვებს გაუმასპინძლდნენ სამხარით.