1
LabelFrancEducation

15 მარტს, თბილისის სენტ-ეგზიუპერის სკოლის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, მის დირექტორს, ქალბატონ იზა ჯინჯიხაძეს გადაეცა ფრანგული ენის სწავლების ხარისხის ნიშანი « LabelFrance éducation ». სენტ-ეგზიუპერის სკოლა პირველია ქართულ სკოლებს შორის, რომელმაც მიიღო ეს პრესტიჟული დიპლომი განათლების სფეროში. საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა პასკალ მენიემ სკოლას პირადად გადასცა დიპლომი ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ჟან-ივ ლე დრიანის ხელმოწერით.