ზაფხულის ბანაკები

1997 წლიდან წელიწადში ერთხელ კოლეჯის საგარეო ურთიერთობების განყოფილება აწყობს ინდივიდუალურ და ჯგუფურ მოგზაურობას პარიზში ჩვენი მოსწავლეებისათვის. წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ შემდეგ ორგანიზაციებთან: SILC (საფრანგეთის ლინგვისტურ-კულტურული სააგენტო), EFI Paris, PERL(ფრანგული ენის საერთაშორისო სკოლები), Musee des ARTS Decoratifs. 

1997 წელს მიურატების ოჯახის პირადი მოწვევით ჩვენი კოლეჯის ჯგუფმა იმოგზაურა არასის დეპარტამენტსა და ბელგიაში.

2011 წელს დაარსდა ლინგვისტური და კულტურული ურთიერთობების ცენტრი (CRLC), რომელმაც საქართველოში ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან (AGPF) და არტ სტუდიასთან “სენტ - ეგზიუპერი” შეიმუშავა საზაფხულო პროგრამები.

2011 წელს განხორციელდა ლინგვისტური და კულტურული ურთიერთობების ცენტრისა (CRLC) და ფრანგული ენის სკოლის “Erasmus” ერთობლივი პროგრამა.

2012 წელს განხორციელდა ლინგვისტური და კულტურული ურთიერთობების ცენტრის (CRLC), არტ-სტუდიის “სენტ ეგზიუპერის” და საფრანგეთის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმთან, Musee des ARTS Decoratifs არსებული ერთობლივი პროექტი პარიზი-ჟივერნი.

ლინგვისტური ნაწილი გულისხმობს ფრანგული ენის დონის ამაღლებას, რასაც ხელს უწყობს ყოველდღიური მეცადინეობები (30 საათი) და ცხოვრება ოჯახებში. შემეცნებითი ნაწილი მოიცავს მუზეუმების : (ლუვრი, როდენი, ორსე), ეიფელის კოშკის, მონმარტრის, ტრიუმფალური თაღის, ელისეის მინდვრების, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, ინვალიდების სასახლის დათვალიერებას გიდთან ერთად.

პროგრამის გასართობი ნაწილია ევროდისნეილენდი ან ასტერიქსის პარკი, გემით გასეირნება სენაზე, ღამის პარიზი.

 

ლევილი

თარიღი: May 2, 2018

პარიზი 2011

თარიღი: May 2, 2018

პარიზი

თარიღი: May 2, 2018