პროექტები

პროექებით სწავლა/სწავლება

სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ეძლევა კონკრეტული საკითხები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ისინი მასწავლებელთან ერთად სახავენ გეგმას თუ როგორ და რა ინფორმაციას შეაგროვებენ მოცემულ თემასთან დაკავშირებით, ინაწილებენ ფუნქციებს, ქმნიან პროდუქტს, რასაც საბოლოოდ წარადგენენ თანატოლების წინაშე. შემდგომი ეტაპი არის გააზრება/ანალიზი. ჩატარებული სამუშაოს, პრეზრნტაციის ძლიერი მხარეების და ხარვეზების განხილვა. თუ როგორ შეიძლებოდა უკეთესად სამუშაოს დაგეგმვა და მისი შესრულება. მომავალ წელს მომდევნო კლასისთვის გამოცდილების გაზიარება.

                                                 

2017-2018 სასწავლო წელს პატარების მიერ საინტერესოდ იყო წარდგენილი „მწვანე თბილისი“. ჩვენი ქალაქისთვის მეტად აქტუალური პრობლემა - ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვის დაწყება ბავშვებმა შემოგვთავაზეს საკუთარ აივნებზე პატარა ბაღების გაშენების გზით. მოინახულეს და დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, ფუნიკულორი, მუშტაიდის პარკი, ვერეს პარკი, მზიური. შედარებით დიდებმა იმუშავეს თბილისის ხიდების ისტორიაზე. მოაგროვეს ფოტო მასალა. აგრეთვე, გაეცნენ თბილისის ბიბლიოთეკებს, სამკითხველო დარბაზებს, თეატრებს. დაესწრნენ წარმოდგენებს. მაღალკლასელებმა შეაგროვეს ინფორმაცია ქართული მრავალხმიანობისა და საზღვარგარეთ მცხოვრები უცხოელების შესახებ.

პროექტების წარდგენა წარმოებს ეტაპობრივად, თემის სირთულისა და მოცულობის შესბამისად.