ქრონიკა

1993 წელი: იწყება პროექტის „ფრანგული ტიპის სკოლა საქართველოში“ განხორციელება. პროექტის მიზანია ქართული და ფრანგული თანამედროვე პედაგოგიური მიღწევების გონივრული შერწყმა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი ახალგაზრდების მობილურობისათვის ხელის შეწყობა. ახალი ტიპის სასწავლებლი დაფეუძნა სელესტენ ფრენეს „თანამშრომლობისა“ და ოვიდ დეკროლის „უკიდეგანო სკოლის“ პრინციპებს. სკოლა გაიხსნა „სფემას“ (საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოაციაცია) ეგიდით, როგორც „პედაგოგიური ინოვაციების სკოლა“ საქართველოში.

„ძვირფასო იზა, მივესალმები თქვენს შესანიშნავ იდეას ფრანგული სკოლის შექმნას დედაქალაქის შუაგულში, შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული ელიტის წიაღში. დაე უმრავლოს საფრანგეთსა და ფრანკოფონიას თქვენისთანა ერთგული და აქტიური ,,ელჩები.”

ჟან სუია, ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი.

1995 წელი

ვინაიდან სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ქ-ნი იზა ჯინჯიხაძე, აცნობიერებს იმას რომ, ინგლისური ენის საყოველთაო ექსპანსიის პირობებში ახალი სკოლა მხოლოდ ფრანგული ენით ვერ მიიზიდავდა საზოგადოებას, იგი თავის თანამოაზრეებთან, დ. ფექრიშვილთან, ი.კოჩინაშვილთან, გ. გომურაშვილთან და ნ.გულაშვილთან ერთად, ახორციელებს სელესტენ ფრენეს „შრომისა და თანამშრომლობის პედაგოგიკის“ შერწყმას თანამედროვე ფრანგულ პროექტთან „თეატრი სკოლაში“. ნოვატორთა ჯგუფი ქმნის ზოგადსაგანმანათლებლო და ესთეტიკური აღზრდის ერთობლივ მიმზიდველ პაკეტს, რაც იზიდავს საზოგადოების ინტერესს. გამოდის სკოლის ჟურნალი „მარცვლები“ პირველი ნომერი. სკოლის საანგარიშო სპექტაკლს ესწრება საფრანგეთის პირველი ელჩი ბ-ნი ბერნარ ფასიე .

1996 წელი

სკოლას სტუმრობს საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის სენატორი ბ-ნი ბ.გოჩი.

სკოლა იღებს მონაწილეობას სფემა-ს მიერ ორგანიზებულ ფრანგული სიმღერის ფესტივალში. ფრანგული ენის მასწავლებელთა პირველი სტაჟირება საფრანგეთში.

საფრანგეთის საელჩოს მეშვეობით ქ.ვიშის საერთაშორისო პედაგოგიურ ცენტრში CAVILAM მიევლინებიან სკოლის ფრანგული ენის სამი ახალგაზრდა მასწავლებელი. საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშეს, ბ-ნი სერჟ ანდრიეს, პირველი ვიზიტი სკოლაში.

სკოლისათვის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სახელის მინიჭება წარმატებული სპექტაკლისათვის „პატარა უფლისწული“. სკოლის მონაწილეობა, გამოჩენილი ფრანგი ჟურნალისტის, ბერნარ პივოს ფილმში საქართველოზე.

1997 წელი

სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბ-ნ ერვე დე შარეტის ოფიციალურ მიღებაში.

ქ.რუაიანის მერის, ბ-ნ ფილიპ მოსტისა და საქრთველოს ელჩის საფრანგეთში, ბ-ნ- გ.ჩოგოვაძის ვიზიტი სკოლაში გუდაურში ალპური თხილამურების ზამთრის და საზაფხულო ბანაკის გახსნა მონაწილეობა საერთაშორისო ქოლოქვიუმის „თეატრი სკოლაში“ მუშაობაში სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლების სტაჟირება სტრასბურგის უნივერსიტეტში პროგრამოით „ადამიანის უფლებების ცოდნა სკოლებში“ და მოანაწილეობა „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ენციკლოპედიის“ შედგენაში.

1998 წელი

მოპატიჟება საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „ლიონური შეხვედრები“ მუშაობაში. ANRAT-თან (სკოლებისა და უნივერსიტეტების თეატრების საერთაშორისო ასოციაციასთან)

ფრანგი რეჟისორის ბერნარ მიუროს თანამშრომლობის დასაწყისი. ფრანგული ენის მასწავლებელთა სტაჟირება ქ. ანტიბების საერთაშორისო პედაგოგიურ ცენტრში ალ.გარსია, (ცენტრის დირექტორი): „ვარ აღფრთოვანებული თქვენი მასწავლებელთა გუნდითს დონითა და ურთიერთობებით“.

მოსწავლეთა პირველი ლინგვისტურ-კულტურული პროგრამაში „მწვანე სკოლა“ დეპარტამენტ პა დე კალეში. სასკოლო გაზეთის „პატარა უფლისწული“ პირველი ნომრის გამოშვება. საფრანგეთის მრჩევლის ეკონომიკის დარგში ბ-ნ ბერნარ სემერიას ვიზიტი სკოლაში.

1999 წელი

საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან ჯეკ ლანგთან ურთირთობების დასაწყისი.

სფემის შტაბ-ბინის გადატანა სკოლის კაფეტერიაში „პაასაჟი“, რომელიც გაიხსნა 1999 ოქტომბერში.

მოსწავლეთა მონაწილეობა TV-5 მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკუირსში „ჩემი ქალაქის საგანძური“და ამავე თმაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება ახალგაზრდა ფრანგი სტაჟიორების მიერ ზეპირმეტყველების გაკვეთილების ჩატარება მონტივილიეში ჩატარებული მხატვრული აფიშების ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში წარმატებული მონაწილეობა ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტ ბ-ნ უგ-ალექსანდრე ტაროსთან ერთიან ზემოხსენებული ინსტიტუტისა და საგამოფენო დარბაზის სენტ-ეგზიუპერის სკოლის ბაზაზე დაარსების ერთობლივი პროექტის და მაკეტის სექმნა საფრანგეთის ელჩის, ქ-ნ მირეი მიუსოს პირველი ვიზიტი სკოლაში.

2000 წელი

სკოლის დამფუძნებლის და დირექტორის ქ-ნი იზა ჯინჯიხაძის დაჯილდოვება საფრანგეთის რესპუბლიკის ოდენით „აკადემიური პალმები“.

სკოლის 6-ე კლასების წარმატებული მონაწილეობა TV-5-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „წყალი - პოეტის ოცნება და ცრემლი და მეცნიერის წუხილი და საზრუნავი“. კოლეჯის მოსწავლეების მიერ და მონაწილეობით გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი „თანამედროვეობა, სოლიდარობა, მრავალფეროვნება“. ფილმი ნაჩვენები იქნა საერთაშორისო ფედერაციის X კონგრესზე პარიზში

ქ. ნანტში გამართულ ევროსკოლების ფესტივალში დელეგაციას მეთაურობს სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი და და საქართველოს ასოციაცია „ევროსკოლის“ პრეზიდენტი ზაზა თორია.

მონანჟის ლიცეუმთან ურთიერთობების დამყარება. საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშეს ფრანსუა ლორანის პირველი ვიზიტი.

ფრანგული ენის გავრცელებისა და განათლების დარგში საფრანგეთის საელჩოს მრჩევლის ბ-ნ ივანე კაზაკოვის მიერ სკოლის კურირების დასაწყისი.

სკოლის ოთხი მასწავლებლის მიწვევა DELF-DALF-ის შეფასების კომისიაში. მონაწილეობა საფრანგეთის საეჩოს მიერ ორგანიზებულ ფესტივალში „თეატრალური დღეები“ ბ-ნ ჯეკ ლანგთან, ამჟამად საფრანგეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან.

ჯეკ ლანგი : „მოხიბლული ვარ თქვენი მოსწავლეების ნაკეთობებით და თქვენი დაუშრეტელი ენერგიითა და შემოქმედებითი მუხტით, რომელიც, იმედია, გადაეცემა თქვენს კოლეგებსა და მოსწავლეებს. სწორედ ასეთი პიროვნებები შეძლებენ გაახალგაზრდავებას, და ახალი შემოქმედებითი სულის ჩადგმას ჩვენს „ხანდაზმულ ევროპაში“.

სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა თანამედროვე ხელოვნების გალერეაში.

2001 წელი

საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით სკოლა ჩაერთო ევროპის ბილინგვური სწავლების ქსელში.

სკოლაში შემოღებულ იქნა ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ბიოლოგიის სწავლება ფრანგულ ენაზე. ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩამოდიან ბილინგვური ქსელის ექსპერტები: ბატონები ჯაკ კარდუ და კლოდ რონდო. SILC -ის (მოკლევადიანი კულტურულ-ლინგვისტური პროექტის დასაწყისი ქ. ბრეტინის და პარიზში.

კოლეჯის მასწავლებლების სტაჟირება ქ.სევრში (საერტაშორისო პედაგოგიურ ცენტრში) სტუდენტთა გილდიის (Guilde Raid) მონაწილეობა კოლეჯის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბანაკში.

საელჩოს მიერ ორგანიზებულ კოლნკურსში გამარჯვებული კოლეჯის მასწავლებლის ლევან გოგნიაშვილის პარიზში გაგზავნა. იუნესკოს მიერ დეკლარირებულ „მშვიდობის კულტურის“ პროგრამაში ჩართვა.

გამომცემლობა „კლე ინტერნასიონალის“ რეგიონალური დირექტორის ბ-ნ კლოდ კონინსკის ვიზიტი. საფრანგეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, საქართველოსა და საბერძნეთის ერთობლივი ფილმის „იასონი კოლხეთში“-ის გადაღებაში მონაწილეობა.

2002 წელი

ბავშვთა და ახალგაზრდობის დრამატული ცენტრის ბატონ ივ მაიანსთან თანამშრომლობის დასწყისი.

მონაწილეობა საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალში. ბერნარ მუჟე: „ოვაციამ ფეხზე ააყენა პედაგოგიური ინსტიტუტის მთელი დარბაზი, სადაც იმართებოდა თბილისის ფრანგულენოვანი სკოლების თეტრალური ფესტივალი. ეს დღე ფრანკოფონიის დიდი ზეიმი იყო ყოველ წელს სენტ-ეგზიუპერის სკოლის სპექტაკლები იხვეწება ფორმით, შინაარსით, ხარისხით. ბავშვები თავიანთ როლებს ასრულებენ ისე ბუნებრივად და გააზრებულად, თითქოს სცენა გახდა მათი ყოველდღიურობის ორგანული ნაწილი“.

კოლეჯ „პონ რუსოსთან“ (ქ.რეზი) ურთიერთობის დამყარება.

კოლეჯის მოსწავლეების პირველი წარმატებული მონაწილეობა DELF-ის გამოცდებში.

სწავლების გაგრძელება: ფრანგულ ენაზე ისწავლება მსოფლიოს ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა. შემოღებულ იქნა მაღალ კლასებში ფრანგულ ენაზე ხელოვნების ისტორიის სწავლება.

2003 წელი

ათიწლისთავის აღნიშვნა, ოფიციალურ მიღებაზე და კონცერტზე მოწვეულები იყვნენ საფრანგეთის, შვეიცარიის და ბელგიის დიპლომატების მონაწილეობით.

კოლეჯის მასწავლებლების სტაჟირება ბეზანსონის პედაგოგიურ ცენტრში წარმატებული მონაწილეობა საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ თეატრალურ კონკურსში „ოქროს ბატკანი“.

მონაწილეობა ფრანგული სიმღერის ფესტივალში თბილისში მონაწილეობა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მანიფესტაციებში „ხელოვნების ისტორიის“ შემოღება ფრანგულ ენაზე.

  • საუნივერსიტეტო სააგენტოს რეგიონალური დირექტორის ბ-ნ ბერნარ ვანტომის ვიზიტი. უნუივერსიტეტი პარიზი 8 რექტორის ბ-ნ რენო ფაბრის ვიზიტი.

ბელგიის კონსულის საქრთველოში ბ-ნ პიერ ორლოვის ვიზიტი.

ბ-ნ რეჯის ჯენტეს, გაზეთ “La vie en Georgie” რედქტორის და RFI-ს ჟურნალისტის ვიზიტი.

სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ,,კოლეჯი 10 წლისაა’’

ჩვენი მოსწავლეების ფრანგულენოვან ჟურნალ Caucasus -თან თანამშრომლობა.

ჩვენი მოსწავლეების თანამშრომლობა ფრანგულენოვან ჟურნალთან „Bonjour“

ჟ. ბატიუს, ბილინგვური სწავლების ექსპერტის ჩამოსვლა სკოლაში.

2004 წელი

კოლეჯის პირველი გამოშვება. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა აბარებს ფრანგულენოვან ინფორმატიკის ინსტიტუტში, რომელიც დაარსდა 2002 წელს.

საფრანგეთის ელჩის ბ-ნ ფილიპ ლეფორის ვიზიტი დიპლომატთა შვილების ჯგუფის ახალი სევსება, მათ შორის ინკლუზიური მოსწავლით ურთიერთობის დამყარება ჟან მონეს სახელობის ლიცეუმთან.

საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში ჩვენი კოლეჯის მოსწავლისათვის პირველი ადგილის მინიჭება.

თიკო გოგლიძეს გამარჯვება და მისი გამგზავრება პარიზში მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში „კლე ფონიში“.

საქველმოქმედო აქცია მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში.

შიდა სასკოლო საფეხბურთო მატჩი შიდა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი SILC-ის პროგრამაში მონაწილეობა (ბონდუფლი, პარიზი)

სამხატვრი სტუდიის წარმატებული გამოფენა გალერეა ,,ჰობი“

2005 წელი

ფრანკოფონული ინფორმატიკის ინსტიტუტის კოორდინატორის ქ-ნ კატრინ პიტიოს და ქ.ნიმის სამთო სკოლის, საერთაშორისო ურთიერთოებების პასუხისმგებელის, ბ-ნ ფილიპ ვებერის ვიზიტი.

SILC-ის განახლებულ პროგრამაში მონაწილეობა ფრენეს სემინარებში მონაწილეობა საგნის „სამოქალაქო აღზრდა“ ფრანგულ ენაზე. ბილინგვური სწავლების შემოფარგვლა მხოლოდ 2 საგნით, 85-ე სკოლასთან ერთობლივი პროექტის დახურვასთან დაკავშირებით „თეატრალური თამაშების“ ახალი მიმართულების დამკვიდრება. „საინტერესოა, რომ მოსწავლეთა თეატრალური შემოქმედება ორგანულად არის ინტეგრირებული კოლეჯის აუცილებელ პროგრამაში, როგორც რელაქსაციისა და განტვირთვის გაკვეთილი, უფრო სწორედ როგორც „ესთეტიკური ინტერვალი ან ესთეტიკური დასაწყისი სასკოლო დღისა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თეატრალური თამაშების დროს ჩამოყალიბებული ურთიერთობები გახდა მოქალაქეობრივი მენტალობისა და პასუხისმგებლობის საფუძველი. ჟ.ბატიუ, ბილინგვური სწავლების ექსპერტი.

წარმატებული მონაწილეობა საფრანგეთის საელჩოს მიერ ონგანიზებულ ტრადიციულ კონკურსებში. საფრანგეთის ელჩის მრჩევლის ფაბიენ დრუტოლოზინსკის ვიზიტი.

მონაწილეობა საელჩოს მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალში „ოქროს ბატკანი“. ჯილდო ნომინაციებში „პერსონაჟის განსახიერება, კოსტიუმები და დეკორაცია“.

2006 წელი

SILC-ის პროგრამაში მონაწილეობა (ქ.ბონდუფლი) მონაწილეობა ფრანკოფონიის კონკურსში „ახალგაზრდების რეპორტაჟები“ ახალი პედაგოგიკის მიმართულების ათვისება და დანერგვა სასწავლო მაინტეგრირებელი საგნის „საგნის პერსონალიზაციის“ მეთოდის შემოღება.

„ზოგადი კულტურის’ პირველი ცდები.

იუნესკოს პროგრამის „მშვიდობის კულტურის“ პრინციპების ათვისება.

ქორეოგრაფიული სტუდიის წარმატებული გალა კონცერტი.

სახვითი ხელოვნების სტუდიის წარმატებული მონაწილეობა ევრო-კავშირის მიერ მოწყობილ გამოფენაში.

მუსიკალური განყოფილების ღია კონცერტი.

საფრანგეთის ელჩის ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის და საელჩოს კორპუსის ვიზიტი.

რობერ შუმანის სახელობის ერთობლივი ევროსკოლის პროექტის წარდგენა საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

2007 წელი

ინტერკულტურული მეთოდიკის პირველი ცდები ჟან აბიტურ პროგრამის დანერგვა.

საფრანგეთის კონკურსში მონაწილეობა და სკოლის მასწავლებლების გამარჯვება SILC-ის პროგრამის გაგრძელება (ბონდუფლი, პარიზი) 4-ე გამოშვება.

კურსდამთავრებულთა 95% წარმატებით აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. გრანტები გადანაწილდა შემდეგნაირად: 100%-იანი გრანტი მიიღო 30%, 70%-იანი - 30%, 50%-იანი - 20%, და 30%- 20%. საფრანგეთის საელჩოს მრჩევლის მეცნიერებისა და ეკონომიკის დარგში ქ-ნ ფაბიენ ლებიანის ვიზიტი.

რობერ შუმანის ევრო-სკოლის პროექტში მონაწილეობა.

გაერთიანების სუბიექტები: მ. ბროსეს სახელობის ფრანგული სკოლა, გერმანული სკოლა „ანიცეტი“ და საბუნებისმეტყველო სკოლა.

საფრანგეთის ელჩის, ბ-ნ ერიკ ფურნიესა და კულტურისა და პედაგოგიურ თანამშრომლობის პასუხისმგებელის ბ-ნ ჟოელ ბასტონერის ვიზიტი.

2008 წელი

თორმეტწლიანი სწავლის შემოღება

რომენ როლანის სახელობის ქ.ერშტაინის (ალზასი) კოლეჯთან ურთიერთობების დამყარება

საფრანგეთის საელჩოს კონკურსებში წარმატებული მონაწილეობა ფრანგული თამაშის „პეტანკა“კლუბის შექმნა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ სკოლის 12 მოსწავლის კომპიუტერებით დაჯილდოვება ჟურნალ „ემიგრანტი რუსი მწერლების“ პირველი ნომრის გამოშვება.

AUF-ის რეგიონალური დირექტორის ქ-ნ ლილიან რომაროზას ვიზიტი

საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ტურისტული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობა.

სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა გალერეაში ,, ჩვენი სტუდია 10 წლისაა“

სკოლის მასწავლებლის გამარჯვება საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიის მიღება და საფრანგეთში გამგზავრება

2009 წელი

5-ე გამოშვება ( 6 მედალოსნი)

ქ.ნანტის დელეგაცია, მერის მოადგილეს ქ-ნი მ.ვიოლენის მონაწილეობით SILC-ის პროგრამის გაგრძელება (ბონდუფლი, პარიზი).

სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლების მონაწილეობა სფემა-ს მიერ ორგანიზებულ პედაგოგიურ სახელოსნოში.

ბ-ნი ბერნარ გრუალ ხელმძღვანელობით ფრანგული ენის მასწავლებლის მმართველი კადრების სტაჟირება.

პარიზში ქართული პოეზიის საღამოს ჩატარება.

პარიზში საფრნაგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში წარმატებული მონაწილეობა.

საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიით სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლის ერთწლიანი სტაჟირებით გაგზავნა.

პარიზში სკოლის 10-ე კლასელების წარმატებული მონაწილეობა ფლორენციაში.

ფონდ რონუალდოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა სფემა-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ახალგაზრდა ევროპელი“.

სკოლის მოსწავლის ლუკა კალანდარიშვილის წარმატება ეილის უნივერსიტეტის გამოცდებში და სამადლობელო სიგელის მოღება.

სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა გალერეაში კულტუროლოგიის შემოღება 10-11-ე კლასებში

2010 წელი

6-ე გამოშვება (5 მედალოსანი) ფრანგული ენის სახელმწიფო ოლიმპიადაში მონაწილეობა.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან ფულადი ჯილდოს მიღება.

საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში წარმატებული მონაწილეობა.

პირველი პრიზი და სკოლის მოსწავლის გაგზავნა პარიზში.

სკოლის მასწავლებლების წარმატებული მონაწილეობა საელჩოს კონკურსებში.

პროექტის „ხელოვნება და ფრანგული ენა“ დასაწყისი. (ჯგუფის გამგზავრება პარიზსა და ჟივერნიში, ხელშეკრულების გაფორმება დეკორატიული ხელოვნების მუზეუმთან).

სკოლის დირექტორის მიერ შესრულებული ქართული პოეზიის თარგმანების პრეზენტაცია ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეებში მონაწილეობა.

მონაწილეობა სფემა-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ახალგაზრდა ევროპელი“.

მოსწავლეთათვის ინტელექტუალური თამაშები სკოლის პედაგოგთა „მასტერკლასების“ დასაწყისი. კულტურის მედიატორების მომზადების დასაწყისი.

სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა გალერეა ,,უნივერსი“.

„ზოგადი კულტურის“ სახელმძღვანელოს დასრულება „კულტუროლოგია სკოლაში“ სახელმძღვანელოს მომზადება გამოცემისთვის.

2011 წელი

 სკოლამ იზეიმა მე 20 წლისთავი. ზეიმში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის საელჩომ, ფრანგულმა ინსტიტუტმა და ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ფერდერაციამ, სკოლის კურსდამთავრებულებმა.

2012 წელი

სკოლა ჩაერთო საერთაშორისო პროექტ ,,SEMANTIS’’. დაიგეგმა აგრეთვე პროექტები ,,Erasmust” ,,France Wogld”, ,,Fondagtone Del Bianco” ,,Fouds Autoine de Saint-Exupery”-ჩაბმა.

გაიზარდა სკოლის სპორტული დატვირთვა. ტარდება საფეხბურთ, საკალათბურთო, საჭადრაკო ტურნირები. ყოველწლიური ეტაპები სათხილამურო სპორტში. საავიაციო ინსტიტუტის და გაერთიანება ,,დელტას“ დახმარებით, დაიწყო ფუნქციონირება ავიაკონსტრუქტორთა კლუბმა.

2013 წელი 

მოსწავლეთა კონფერენცია ,,ვერბერი ქართულ სკოლაში''

საფრანგეთში საქართველოს დესპანის ბ.ნ გოჩა ჯავახიშვილის ლექციები თემაზე ,,გაერთიანებული ევროპის იდეა''ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის ბ-ნ კარასისი ვიზიტი სკოლაში. სკოლის 20-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: პერფორმანსი, კონცერტი,ნახატების გამოფენა. სტუდია სენტ-ექსმა შექმნა რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოეწყო შეხედრა ქართველ ავიაკონსტრუქტორებთან.

2014 წელი

2014 წ მარტის თვეში (10-27) ფრანკოპონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშიებით, სკოლამ აღნიშნა ანტუან დე სენტ ეკზიუპერის დაღუპვის და ,,პატარა უფლისწულის“ პირველი პუბლიკაციის 70 წლისთავი.

ჩატარდა პუბლიცისტური კონკურსი-,,პატარა უფლისწულმა მითხრა“. კონფერენცია ,,სენტ ეკზიუპერი მფრინავი და ავიაციის ისტორია“ , პერფორმანსი ,,ანტუანის დაბრუნება“, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის კურსდამთავრებულები.

2015 წელი

ფრანგი მასწავლებლის შანტალ პორტერას ტრენინგი ზეპირმეტყველებაში-ფრანგულ ენაზე.

პროექტ ,,სემანტისის''-ში გამარჯვებული მოსწავლეების, დახურვის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება ქალაქ ვროცლავში.

სკოლის უფროსკლასელები იმარჯვებენ ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილ კონკურსში.

საერთაშორისო პროექტ ,,სემანტისის' ' ფარგლებში იქმნება რამოდენემი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

საერთაშორისო პროექტ ,,სემანტისის '' ფარგლებში , მოსწავლეთა ჯგუფი გაემგზავრა ბელგიის სამეფოში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პროექტში "Interlangues"