რას ამბობენ ჩვენზე

 

„მსურს, მივესალმო ქართველ მშობლებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ, ქვეყნისათვის რთულ დროს, პირველი ფრანგულენოვანი სკოლის დაარსების ინიციატივა გამოიჩინეს. დღეს ეს სკოლა დიდი ჰუმანისტისა და მფრინავის სახელს ატარებს.მსურს, მივესალმო პედაგოგებსა და იმ ქართველ მშობლებს, რომლებიც თვლიან, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სხვა ქვეყნების კულტურათა გაცნობისაკენ და თითოეული მათგანის კულტურული იდენტობის შენარჩუნებისაკენ.

                      მირეი მიუსო, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

 

 

სასწავლო პროცესი საოცრად დინამიურია ასწავლიან ე.წ. აქტიური მეთოდებით: თამაშებით, სიმღერით, ინტერაქციით სკოლის ისედაც შეზღუდულ სივრცეში გამოყოფილია პატარა დარბაზში, სადაც რეჟისორი, ქორეოგრაფი და კონცერტმეისტერი აზიარებენ ბავშვებს სასცენო ხელოვნებას ასწავლიან საკუთარი სხეულის, ხმის და მუსიკის ფლობას სიცოცხლით სავსე, ლაღი და ამავე დროს ღრმა შინაარსიანი სკოლააა. აქ ყველაფერი მოძრაობაშია: სხეული, გონება, ფიქრი.

 ,,დიდი შენობის მიწისპირა სართული. პატარა საკლასო ოთახები, გაწყობილი გემოვნებით შერჩეული სასკოლო ავეჯით. დერეფანი ვიწროა მაგრამ მხიარული, მორთული საფრანგეთის ხედებითა და მოსწავლეების ნახატებით. სკოლის შუაგულში მომწყვდეული საკონცერტო დარბაზიდან ისმის მუსიკა.პატარა ქართველები მღერიან ფრანგულ საბავშვო სიმღერებს. აქ უცხოეთიდან ჩამოსული, თავს საკუთარ ოჯახში ვგრძნობ. ჩემი კედლები, ჩემი ბავშვები, ახალი მეგობრები.ჩემი ახალი მეგობრები ახალგაზრდა მასწავლებლები არიან. საუბრობენ დახვეწილ ფრანგულ ენაზე. ირეკება ზარი. იწყება შესვენება, დერეფანი ივსება ჟრიამულით. ,,საყვარელი მოზუზუნე სკა“, სადაც სუყველას ერთმანეთი უყვარს და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.ვუყურებ მათ და მაგონდება სენტ-ეკზიუპერის ნათქვამი:,,იყო ადამიანი - ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებელობა იმ საქმის მიმართ, რომელიც გაბარია.“აქ, ამ სკოლაში ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული მოსწავლეებსაც და მათ აღმზრდელებსაც."

               ფრაგმენტი ჟან ბატიუს (ბილინგვური სწავლები ექსპერტთა ჯგუფის წევრი) დღიურიდან ,,ქართული ქრონიკა“ (პარიზი 2010)

 

"საქართველო ყოველთვის იმყოფებოდა მძლავრი დამპყრობელი ქვეყნების გარემოცვაში, მაგრამ ის დიდი ოსტატობით ახერხებდა მათთან თანაბარ პირობებში მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და საუბარს. საჭიროა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმაც, მხედველობაში მყავს სენტ-ეგზიუპერის სკოლის მოსწავლეები, შეძლონ თავიანთ თავში დიპლომატიური ნიჭის აღმოჩენა."

სალომე ზურაბიშვილი, 2003 წ.

„საქართველოს აქ ჩამოსვლამდე არ ვიცნობდი. ჩემთვის ისეთივე დიდი სიხარული იყო თქვენი სკოლის აღმოჩენა, როგორც თავად საქართველოსი. ეს არის სკოლა, სადაც მოსწავლეთა მხატვრული აღზრდა და სკოლის სასწავლო კურსი ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული. თქვენ ზრდით მაღალი კულტურის, ქართული იდენტობის მქონე ევროპელების ახალ თაობას. ბრავო!“

                                     ერიკ ფურნიე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში 2007 წ.

1994-1997 წლებში თბილისში კულტურის ატაშედ მუშაობისას წილად მხვდა ბედნიერება ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა თქვენი სკოლის წინსვლაში. მაშინ, როდესაც საქართველო იყო უუნარო, იშუშებდა იარებს და ფეხზე დგებოდა სამოქალაქო ომის შემდეგ, თქვენ, ქალბატონო იზა, გამოიჩინეთ უზარმაზარი ძალისხმევა თბილისში ფრანგული ენის ასაღორძინებლად. თქვენი განუმეორებელი ღონისძიებებით, სეზონური ფესტივალების და ცოცხალი სპექტაკლების წარმოდგენით ახერხებდით ფრანგულის გაცოცხლებას თამაშის, წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარის წარმოჩენით. რამდენი პედაგოგიური ბრძოლა მოგიგიათ დიდ მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო იზა!

დიდი მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგებსა და მეგობრებს, რადგან არ არსებობს უფრო დიდი და კეთილშობილური მისია, ვიდრე ბავშვების აღზრდა და განათლებაა. სენტ-ეგზიუპერის სკოლა ამ მისიას სრულყოფილად ართმევს თავს. ეს ის დაწესებულებაა, რომლის დასახასიათებლად ფილოსოფოს ანრი ბერგსონის ცნობილ ფრაზას მოვიშველიებდი: "თქვენი სკოლა ჩვენი სულიერი საზრდოა"
                                                                                                              სერჟ ანდრიე, კულტურის ატაშე