ქორეოგრაფიული სტუდია

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სახ. ქართულ-ფრანგული სკოლის ცეკვის სტუდიამ მუშაობა დაიწყო 1999 წ. სტუდუაში თავი მოიყარა კოლეჯის მოსწავლეებმა პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით ანუ 6-12 წლამდე.

სტუდიაში "სინთეზი" იდგმება როგორც კლასიკური ასევე სახასიათო ცეკვები. 

2006წ. ესპანეთის ქ. ბარსელონაში სტუდიის აღსაზრდელებმა გაიმარჯვეს ფესტივალზე. სადაც წარადგინეს დადგმა, რომელიც წარმოადგენდა კლასიკური და ფოლკლორული ცეკვის სინტეზს.

სტუდიის ხელმძღვანელობა ცდილობს როგორც აღსაზრდელების ასევე მშობლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ყოველი წლის ბოლოს, სტუდია მართავს საანგარიშო კონცერტს მაყურებლის თვალსაზრისით ჩვენი სტუდია გამოირჩევა საკუთარი ხელწერით, თვითმყოფადობით და ორიგინალობით.

2018 წელს სტუდია "სინთეზი" გახდა ეროვნული ფესტივალის "ბროლის ფეხსაცმელი" პრიზიორი.